LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს კახა კალაძე ესწრება

55

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ესწრება.

სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში კახა კალაძე დღეს დილიდან იმყოფებოდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა სტატუსით იმყოფებოდა კალაძე სასტუმროში. მოგვიანებით, ენერგეტიკის მინისტრმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტს გრიგორი სურკისს დახვდა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. “მე დავხვდი გრიგორი სურკისს”, ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებას, რომ ეს შესაძლოა იყოს ხელისუფლების მხრიდან არჩევნებში ჩარევა, კალაძემ ასე უპასუხა: “ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მე ოპონენტი არ მყავს.”

სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ-ში” დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები