LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის ვარსკვლავმა ბუკაიო საკამ მშობლების ოროთახიანი დანგრეული სახლი უმდიდრეს სასახლედ გადააქცია

285
ფეხბურთის ვარსკვლავმა ბუკაიო საკამ, მშობლების ოროთახიანი დანგრეული სახლი, უმდიდრეს სასახლედ გადააქცია

კლუბ „არსენალისა“ და ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი, 22 წლის ბუკაიო საკა ბევრი გამორჩეული თვისებით არის ცნობილი. გარდა იმისა, რომ საკა უძლიერესი ფეხბურთელია, მას აქვს განსაკუთრებული ხასიათი და დამოკიდებულება მშობლების მიმართ, რაც ყველა მის ინტერვიუში ჩანს.

ამჯერად, მედიის ყურადღების ცენტში მოექცა საკას სახლი, რომელიც ერთ დროს დანგრეული ოროთახიანი ბინა იყო, სადაც მომავალი ფეხბურთელი უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა.

ცნობილია, რომ საკას მშობლები ნიგერიიდან ჩამოვიდნენ, ემიგრანტი ოჯახი გრინფორდში დასახლდა. სახლი, სადაც საკამ ბავშვობა გაატარა, ფეხბურთელს ძალიან უყვარს. ინტერნეტმა შემოინახა კადრები ძველი დანგრეული სახლის, რომელიც დღეს 2.3 მილიონიან სასახლედ არის ქცეული. ახალი სახლი ულამაზესი ინტერიერითა და ექსტერიერით ნამდვილად არავის დატოვებს გულგრილს. აქ არის ულამაზესი სტადიონიც, სადაც საკა უდიდეს დროს ატარებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g