LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხსაცმლის ქუსლში დამონტაჟებული განათების გამო ორლის აეროპორტში ევაკუაცია განხორციელდა

ორლის აეროპორტი

საფრანგეთში, ორლის აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი მაროკოში მიმავალი მგზავრის ბარგი გახდა. უსაფრთხოების სამსახურმა ხელბარგში საეჭვო მოწყობილობა დააფიქსირა. მოგვიანებით, ადგილზე მობილიზებულმა გამნაღმველებმა გაარკვიეს, რომ მოწყობილობა, რომელიც განგაშის მიზეზი გახდა, ფეხსაცმლის ქუსლში მოდურ აქსესუარად დამატებული განათების ელემენტია.

ფეხსაცმლის მფლობელი ერთ-ერთი ცნობილი მოდის ჟურნალის თანამშრომელი აღმოჩნდა. ინციდენტის გამო, რამდენიმე რეისი დაგვიანებით შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g