LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერმერები ვაუჩერის ნაცვლად სახელმწიფოსგან მიწის დარეგისტრირების ხარჯების სუბსიდირებას მოითხოვენ

70

სახელმწიფომ უნდა იცოდეს რომელი მიწებია კერძო და რომელი სახელწიფო საკუთრებაში,- ამის შესახებ ”დამსაქმებელთა ასოციაციაში” გამართულ შეხვედრაზე ”ფერმერთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.

”ერთი მხრივ, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ არის მეორე რთული მომენტი, როცა ფერმერებს არ აქვთ იმის თანხა, რომ ეს მიწები დაირეგისტრირონ. სახლემწიფომ უნდა იცოდეს რა არის კერძო საკუთრებაში, რათა შემდგომში დაგეგმილი იყოს, თუ როგორ განვითრადეს ფერმერული მეურნეობები”, – განაცხადა ზამბახიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზეც, რომ შესაძლოა, სოფლებში ნოტარიუსი დადიოდეს, რათა ასაკოვანმა ადამიანებმა მარტივად შეძლონ მიწის დარეგისტრირება.

”ასევე ფერმერების მოთხოვნაა, რომ ვაუჩერის ნაცვლად, მათ სახელმწიფომ სუბსიდირება გაუკეთოს და აზომვითი ნახაზების საფასური აღარ გადაიხადონ” – აღნიშნა ზამბახიძემ.

დამსაქმებელთა ასოციაციაში მიწის რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g