LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ზამბახიძეს „ათწლეულის ქალის“ ჯილდო გადაეცა

178
ფორტუნა (1)

ლონდონში გამართულ G100 ქალთა ეკონომიკურ ფორუმზე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს ნინო ზამბახიძეს “ათწლეულის ქალის“ ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯილდო „ათწლეულის ქალი“ განკუთვნილია ლიდერი ქალებისთვის, რომლებიც არიან პიონერები და წამყვანები თავიანთ სამეწარმეო და პროფესიულ წამოწყებაში.

ასევე, ადამიანებისთვის, რომელთა გამორჩეული ხედვა და მიდგომა ახდენენ ინოვაციებს ლიდერობის ყველა ეტაპზე და სფეროში. ეს არის მათთვის, ვისი გამოცდილებაც და სულისკვეთებაც შთააგონებს მომავალ თაობას უფრო ძლიერი ლიდერობისკენ.

„ჩემთვის დიდი პატივი “ათწლეულის ქალი” ჯილდოს მიღება,რადგან ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული და საპატიო ჯილდო, რაც აქამდე მიმიღია. რაც შეეხება მსოფლიო 100 გავლენიან ქალს შორის ყოფნა, ეს არის მოტივაცია და პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის ასევე, ქვეყნის წინაშე”, – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

G100 არის გლობალური ქალი ლიდერების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 100 გამორჩეულ და გავლენიან ქალს, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატებს, სახელმწიფოს ყოფილ მეთაურებს, მინისტრებს, ფილანტროპებს, ინვესტორებს, მეწარმეებს, კორპორაციულ და საზოგადოების ლიდერებს. G100 არის ის წრე, რომელშიც წარმოდგენილია 100 საუკეთესო ლიდერი, მსოფლიო მასშტაბით, 100 სხვადასხვა სექტორიდან. მისი თითოეული წევრი არის გლობალური თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს კონკრეტული სექტორის ფრთას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები