LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწრაფოდ უნდა გავკეთოთ შემნახველი მეურნეობები და საცავები – ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე

134
zambaxidze

„სასწრაფოდ უნდა გავკეთოთ შემნახველი მეურნეობები და საცავები, რაც ერთი წლის ვადით შეინახვას უზრუნველყოფს“,- ამის შესახებ „ფორტუნასთან“ საუბარში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ის ძირითადი გამოწვევა, რომელიც სასწრაფოდ უნდა დაინერგოს საქართველოში.

„სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ შემნახველი მეურნეობები და საცავები, რაც უზრუნველყოფს ფერმერების მიერ მოწეული მოსავლის ერთწლიანი ვადით შენახვას.

მხოლოდ რამდენიმე თვე გვაქვს თვითმკმარი პროდუქტი, რადგანაც არ გვაქვს შემნახველები. სწორედ ამიტომ, გარკვეული დროის შემდეგ ფერმერები ცდილობენ თავიდან მოიშორონ, გაყიდონ ეს პროდუქტი. სწორედ ამიტომ არის პრეცენდენტი, როდესაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები ყიდულობენ ჩვენს პროდუქციას და ჩვენ კი გვაქვს დეფიციტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები