LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-ს იმედი აქვს, რომ ჩინეთში ბიზნესს ელექტროქარების დახმარებით გააცოცხლებს

104
Ferrari-ს იმედი აქვს, რომ ჩინეთში ბიზნესს ელექტროქარების დახმარებით გააცოცხლებს

Ferrari აპირებს, რომ ჩინეთში ბიზნესი ელექტროქარების გამოყენებით გადაახალისოს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ 2025 წელს Ferrari-ს ერთ-ერთი მთავარი სიახლე დიდი ჩინეთისთვის იქნება შექმნილი და ამ ბაზარზე „სურათს გააუმჯობესებს“. Bloomberg-ის ინფორმაციით, საუბარი პირველ ელექტრომობილზეა, რომლის გამოჩენასაც ოქტომბრიდან დაიწყებენ. „ელემენტიანი“ Ferrari ჩინეთში ახალი ცხოვრების საწყისი უნდა გახდეს.

ჩინეთში „ფერარის“ ავტომობილებზე მოთხოვნა მუდმივად იკლებს, 2025 წელს კი 4 წლის ჯამში რეკორდულად დაბალი იყო: გაყიდვებმა 25%-ით იკლო. 2024 წელს ჩინეთში ლუქს მოდელების რიცხვი მთლიანობაში 20%-ით შემცირდა, რაც ეკონომიკურ სიდუხჭირეს და მომხმარებელთა ინტერესის შემცირებას უკავშირდება. დღეისთვის ჩინეთში  Ferrari-ს მხოლოდ 10% ხვდება, თუმცა ელექტრომობილებთან მიმართებაში პროპორციები შეიძლება გადაიხედოს.

ჩინელების ინტერესის კლება ნაწილობრივ გადასახადებით აიხსნება. იმ ავტომობილებისთვის, რომლებსაც მუშა V12, 4,0 ლიტრის მოცულობის ძრავა აქვთ – იმპორტის 15%-იანი გადასახადის გადახდაა საჭირო. შესაბამისად, Ferrari Purosangue-ს ან 12Cilindri-ისთვის ძალიან დიდი თანხის დამატება მოუწევთ.             

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები