LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეთჰულა გიულენის ძმას სასამართლომ 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

91

აშშ-ში მცხოვრები თურქი ღვთისმსახურის, ფეთჰულა გიულენის ძმას იზმირის სასამართლომ 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კუტბეტინ გიულენი შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს. ის 2016 წლის ოქტომბერში დააკავეს.

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ 2016 წლის პუტჩის უკან გიულენი დგას. მისი გადაცემის მოთხოვნით, თურქეთმა შტატებს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. თავად ფეთჰულა გიულენს მიაჩნია, რომ აშშ მის თურქეთში ექსტრადიციას არ განახორციელებს.

2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო.

magti 5g