ექიმი, ფიტოთერაპიის ექსპერტი მიხეილ ქოჩიაშვილი ფიჭვის ფისის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც სასუნთქი სისტემის ფუნქციონირებაზე დადებით გავლენას ახდენს, განსაკუთრებით კი სასარგებლოა მწეველებისთვის.
მისი განმარტებით, მწეველებს ფილტვებში დროთა განმავლობაში უგროვდებათ თამბაქოს კვამლში არსებული კუპრი, ტოქსიკური ნივთიერებები და მძიმე მეტალები, რის შედეგადაც სასუნთქ გზებში ჭარბი ლორწო წარმოიქმნება.
მისი თქმით, ფიჭვის ფისს ამოსახველებელი მოქმედება აქვს, ხელს უწყობს ბრონქული სეკრეტის გათხევადებას და ლორწოს გამოდევნას, რაც ჰაერის ნაკადის თავისუფალ მოძრაობას ამარტივებს ფილტვებსა და ბრონქებში.
ფიტოთერაპიის ექსპერტი ასევე საუბრობს უკუჩვენებებზე და აღნიშნავს, რომ ფიჭვის ფისის გამოყენება რეკომენდებული არ არის წიწვოვან მცენარეებზე ალერგიის, ინდივიდუალური მგრძნობელობისა და ბრონქული ასთმის ზოგიერთი ფორმის შემთხვევაში.
მისივე რეკომენდაციით, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფიჭვის ფისის გამოყენებამდე აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია.
