LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფა ორ ტურნირს აუქმებს და ერთს ქმნის: გველოდება ახალი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი

32

კონფედერაციის თასი შესაძლოა ახალი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატით შეიცვალოს. საუბარია არსებული საკლუბო ჩემპიონატის გაუქმებაზეც, რომელიც დეკემბერში იმართება. მოკლედ, ამ ორი ტურნირის ნაცვლად ჩატარდება ერთი, ახალი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და სახელწოდებად მიიღებს საკონტინენტთაშორისო თასს.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 16 ან 24 გუნდი: ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ლიბერტადორესის თასის ბოლო ორი გამარჯვებული, ასევე ამ ტურნირების ფინალისტები. აზიას, აფრიკას, ცენტრალურ და ჩრდილო ამერიკას საკლუბო ტურნირების გამარჯვებულები წარმოადგენენ. საკონტინენტთაშორისო თასი ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

მანამდე ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ საჭიროა კონფედერაციის თასის და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების მიზნობრიობის შესწავლა.
უახლოესი კონფედერაციის თასი რუსეთის 4 ქალაქში 17 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები