ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ საკუთარ ”ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
ფოტოზე ფიგუ მის ყოფილ თანაგუნდელებთან, მადრიდის ”რეალის” ლეგენდებთან ერთად არის და შემდეგ კომენტარს აკეთებს:
“მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები – რობერტო კარლოსი და ფერნანდო
მორიენტესი.”
შეგახსენებთ, რომ კარლოსი ინდური დელის “დინამოს” მწვრთნელია. ფერნანდო მორიენტესი კი ესპანურ “ფუენლაბრადას” წვრთნის.