LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფილერი ჩამოეღვენთა?“ – 62 წლის ტომ კრუზის უახლესმა ფოტოებმა მითქმა-მოთქმა გამოიწვია

263
page

ბრიტანეთში, „შეუსრულებელი მისიის“ მერვე ნაწილზე აქტიურად მუშაობენ. ტომ კრუზი კვლავ ჩვეულ ამპლუაშია. გადასაღები მოედნიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ის ყველა სარისკო მოქმედებას თავად ასრულებს.

გამჭრიახ თვალს არ გამოჰპარვია ის ფაქტი, რომ 62 წლის მსახიობი არც თუ ისე მხნედ გამოიყურებოდა და სახეზე დაღლა ეტყობოდა. მეტიც ფოტოების გავრცელების შემდეგ მედიაში უამრავი კომენტარი დაიწერა მისი შეცვლილი სახის შესახებ.

„ფილერი ჩამოეღვენთა?“, „სულ სხვანაირად გამოიყურება“, „ყველაფერს თავისი დრო აქვს, აღარ შეეფერება ეს როლი“, „ფილერის გაკეთება დაავიწყდა?“, – არ წყდება კომენტარები.

ცნობისთვის, „პარიზის ოლიმპიადის“ შემდეგ,  პლასტიკური ქირურგები ამტკიცებდნენ, რომ „შეუსრულებელი მისიის“ ვარსკვლავმა ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე, სახეზე გარკვეული ინექციური პროცედურები ჩაიტარა.

„სახეს რა გაუკეთე?“ – მედიაში 62 წლის ტომ კრუზის შეცვლილ სახეს განიხილავენ

ფოტო/ვიდეო: მისია შესრულებულია! – 62 წლის ტომ კრუზი პარიზის ოლიმპიადის დახურვაზე აფრინდა

ფოტო: ტომ კრუზის უახლესი ფოტოები განხილვის თემად იქცა – 61 წლის მსახიობს მისივე ასაკის სხვა ჰოლივუდელ მამაკაცებს ადარებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები