11 თებერვალს გაქირავებაში ახალი სათავგადასავლო მულტფილმი ”ალადინის ახალი თავაგადასავალი” გამოჩნდება, რომლის ერთ-ერთი საუნდტრეკის ავტორი რუსული ესტრადის მეფე ფილიპ კირკოროვი გახდა და გარდა ამისა, მთავარი პერსონაჟიც გაახმოვანა, რომელსაც მსახიობი კევ ადამსი განასახიერებს.
ფილმის ორიგინალი ვერსიაში პერსონაჟები ფრანგულად მეტყველებენ, ხოლო რუსულად დუბლირებულ ვერსიაში მთავარი გმირის გახმოვანება სწორედ კირკოროვს ერგო წილად. შესაბამისად, მას რუსული ტრეილერისთვის სიმღერის დაწერაც მოუწია.
”კარგი იქნებოდა თუ ფრანგი მსახიობი კევ ადამსი განმასახიერებდა შოუში ერთი-ერთში, რადგან ის ძალიან მგავს მე, თუმცა, მანამდე მისი დუბლირება მე მიწევს” – იხუმრა კირკოროვმა ინსტაგრამის გვერდზე.
რამდენიმე დღის წინ კი, ინტერნეტში კირკოროვის მიერ რუსული გახმოვანებისთვის დამზადებული ტრეილერის პრემიერაც შედგა.