LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპ კირკოროვმა ყველა ჯილდოზე უარი თქვა

52

ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც ფილიპ კირკოროვმა “მუზ-ტვ”-ს დაჯილდოვებაზე საუკეთესო მომღერლის ჯილდო მოიგო, განაცხადა, რომ არასდროს აღარ შეეყვანათ ის ნომინანტთა სიაში. მაშინ მომღერლის ეს განცხადება, სერიოზულად არავის აღუქვამს, თუმცა, როგორც ჩანს კირკოროვი არ ხუმრობდა.

როგორც ირკვევა, წლევანდელ დაჯილდოვებაზე, რომელიც 10 ივნისს გაიმართება, ნომინანტთა სიაში ფილიპ კირკოროვი დასახელებული არ გახლავთ. როგორც პრემიის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი აფასებენ მომღერლის გადაწყვეტილებას და მისი სურვილის წინააღმდეგ წასვლას არ აპირებენ.

თავად ფილიპ კირკოროვი კი აცხადებს, რომ მას ყველა ჯილდო უკვე მიღებული აქვს, თუმცა მათზე პრეტენზია არასდროს ქონია. ამიტომ გადაწყვეტილი აქვს, ჩამოშორდეს ყველანაირ დაჯილდოვებას, რადგან ახალ თაობას მეტი სტიმული და პოპულარობის მეტი შანსი მისცეს.

წლევანდელ დაჯილდოვებაზე წლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზე წარდგენილნი არიან: დიმა ბილანი, სერგეი ლაზარევი, ნიკოლაი ბასკოვი, გრეგორი ლეპსი და ლეონიდ აგუტინი…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები