LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპა პერის წიგნი „ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ“ SOLO Books-ის მხარდაჭერით გამოიცა

492
SOLO Books

SOLO კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს და SOLO-ს მომხმარებლებს, პროექტის SOLO Books ფარგლებში, აძლევს წვდომას ქართულად ნათარგმნ მსოფლიო ბესტსელერებზე.

ინიციატივის ფარგლებში, 18 სექტემბერს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში ბრიტანელი ფსიქოთერაპევტის ფილიპა პერის მსოფლიო ბესტსელერის „ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ“ პრეზენტაცია გაიმართება. აღნიშნული წიგნი, SOLO Books-ისა და Visa-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ცნობისმოყვარე პანდასთან“ თანამშრომლობით ქართულ ენაზე გამოიცა.

პრეზენტაციას გაუძღვებიან „ცნობისმოყვარე პანდას“ დამფუძნებლები ნინი ჩიქოვანი და სოფო მუსერიძე. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია, მაგრამ საჭიროა რეგისტრაცია.

ამასთან, წიგნის თემატიკაზე გაიმართება ფსიქოლოგ ელენე ბაჩიაშვილის Workshop-ები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

„კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობისათვის უკვე რამდენიმე წელია პროექტს SOLO Books ვახორციელებთ, რომელიც ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის მსოფლიო ბესტსელერების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ამჯერად ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, გამოვეცით წიგნი მეტყველი სათაურით – „ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ“ – ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება მშობლებს, მხარი დაუჭირონ შვილების განვითარებას ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებით, ურთიერთპატივისცემის გზით. ეს არის აღნიშნული წიგნის საიუბილეო, 45-ე ენაზე ნათარგმნი ვერსია და გვეამაყება, რომ ზუსტად SOLO-ს მხარდაჭერით მოხდა მისი თარგმნა. SOLO Books-ის სერია გაგრძელდება და ახალ-ახალი გამოცემებით არაერთხელ გაგიღებთ კარს მსოფლიო ლიტერატურის შთამბეჭდავ სამყაროში”, – აღნიშნავენ SOLO-ში.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები