LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

106
ყალბი აქციზური მარკები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის უკანონო მიღების მიზნით, 1000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, 2000 ერთეული ქართული ყალბი აქციზური მარკა გაასაღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი აქციზური მარკები სრულად არის ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

magti 5g