ფინელები ზაფხულისთვის ავტომობილებს ყიდულობენ, მოგვიანებით კი ყიდიან. ფინეთის მოსახლეობის 30%-ზე მეტს საზაფხულო არდადეგებისთვის მანქანა ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუძენია. როგორც ნაციონალურმა გამოკითხვამ აჩვენა, ავტომობილის შეძენის მთავარი მიზანი ადგილობრივთა 65%-ის აზრით მოგზაურობაა. საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტულია და ამ გზით ისინი ბევრად მეტი ადგილის მონახულებას ახერხებენ. როგორც წესი, ზაფხულის დასრულებისთანავე ავტომობილი უფუნქციო ხდება და მისი გაყიდვის დრო დგება.
საინტერესოა, რომ „ზაფხულის ავტომობილის“ ყიდვისას ფინელები მის ასაკს, ფერსა თუ სხვა მახასიათებლებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.