LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში თამაშობს „სანტა კლაუსი“, კლუბი ბავშვების სურვილებს ასრულებს

108
Capture

შორეულ ლაპლანდიაში არა მარტო ცხოვრობს სანტა კლაუსი, არამედ თამაშობს ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბი. „სანტა კლაუსი“ მე-6 დივიზიონში გამოდის, მაგრამ მისი პოპულარობა მთელ მსოფლიოს მოედო და სპონსორიც კი გამოძებნა ჩინეთიდან.

10 წლის წინ პაწკუნტელა სტადიონ „კესკიუსკენტზე“ ხელოვნური საფარი გააკეთეს გათბობით. სტადიონის თანამშრომლებმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი იპოვეს, რომელიც სპეციალისტებმა გაუვნებელჰყვეს, თუმცა აღნიშნეს, რომ სასწაულებრივად არ აფეთქდა. გულშემატკივრები დარწმუნებული არიან, რომ ეს სასწაული გუნდის მფარველის სანტა კლაუსის გამო მოხდა. სწორედ ამ სახელწოდებას ატარებს კლუბი 1993 წლიდან.

„სანტა კლაუსი“ ჩამოყალიბდა „როვანიემენ რეიპასის“ და „როვანიემენ ლაპის“ შერწყმით. ორგანიზატორებმა მფარველად საშობაო ბაბუა შეარჩიეს და წითელ-თეთრი ფერები აიღეს. გუნდში მოყვარულები თამაშობენ, ძირითადად სტუდენტები და ადგილობრივი ფოსტის თანამშრომლები.

კლუბში გადაწყვიტეს, რომ რადგან სანტა ბავშვებს სიხარულს ანიჭებს, ფეხბურთელებმაც ამ მისიას უნდა მისდიონ. ყოველწლიურად „სანტა კლაუსის“ ფეხბურთელები გაეროს ბავშვთა ფონდში UNICEF თანხებს რიცხავენ.

ძირითადი დატვირთვა შობაზე მოდის. ფეხბურთელები ფოსტის შენობაში იყრიან თავს, პასუხობენ ბავშვების წერილებს და ასრულებენ მათ სურვილებს.

„სანტა კლაუსის“ პოპულარობამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ტურისტები ყველა კუთხიდან მიდიან. სამი წლის წინ „სანტას“ შესახებ სტატიის გამო კლუბმა კიდევ ერთი სპონსორი იშოვა – ჩინური კომპანია Bewin Sports. პირველი პრესკონფერენცია პეკინის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა.

უცხოური კაპიტალდაბანდების გამო კლუბმა ახალგაზრდული ტურნირი – სანტა კლაუსის თასი დაარსა, რომელიც 7 ქვეყნის (მათ შორის ჩინეთისა და ესპანეთის) გუნდებს აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები