LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინკა ბანკში სესხებზე განახლებული პირობებია

65

”ფინკა ბანკში” სიახლეა – მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, ისარგებლონ განახლებული პირობებით სესხებსა და ანაბრებზე.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, ”ფინკა ბანკში” გაიზარდა უგირავნო სესხის მოცულობა და ყველა ტიპის სესხზე შემცირდა საპროცენტო განაკვეთები.

მათივე ინფორმაციით, 40 000 ლარამდე სესხის აღება უკვე შესაძლებელია უზრუნველყოფის გარეშე. სესხის მიზნობრიობა არ არის შეზღუდული – მომხმარებლებს შეუძლიათ, ”ფინკა ბანკის” სესხი გამოიყენონ როგორც ბინის რემონტისა და საოჯახო ტექნიკის შესაძენად, ასევე სწავლის საფასურისა და სხვა პირადი მიზნების დასაფინანსებლად.

”უგირავნო სესხები ხელმისაწვდომია მცირე ბიზნესის მქონე პირებისათვის და მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ ახალი დანადგარების და აღჭურვილობის შეძენა, მარაგების შევსება თუ ბიზნესის გაფართოება. საპროცენტო განაკვეთების შემცირების შედეგად, მცირე ბიზნესის მქონე პირებს ეძლევათ კარგი შესაძლებლობა მარტივად და სწრაფად მიიღონ თანხა და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი. რაც შეეხება გადახდის გრაფიკს – მომხმარებლებს თავად შეუძლიათ, დაგეგმონ გადახდის გრაფიკი და იგი შემოსავლებს მოარგონ”, -აცხადებენ ”ფინკა ბანკში”.

მათივე ცნობით, კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ გამარტივდა სესხის გაცემის პროცედურა, ”ფინკა ბანკში” 3000 ლარამდე სესხის აღებას 30 წუთი სჭირდება, გაუქმდა მცირე სესხების დამტკიცების საკომისიო – ამჟამად 0% -ია.

სესხებზე პირობების განახლება, პროცედურების გამარტივება მომხმარებლების მხრიდან წამოსული უკუკავშირის შედეგად განხორციელდა. გიორგი სამადაშვილი, ”ფინკა ბანკის საოპერაციო დირექტორი ამბობს, რომ ბანკისთვის მომხმარებლის უკუკავშირი პრიორიტეტულია.

„ჩვენ ყოველდღიურად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც ჩვენგან აღებული დაფინანსებით ცდილობენ გააუმჯობესონ მცირე ბიზნესი და უკეთესობისკენ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. სწორედ მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად განხორციელდა რამდენიმე ცვლილება. გავზარდეთ უგირავნო სესხის მოცულობა 40 000 ლარამდე, კიდევ უფრო შევამცირეთ საპროცენტო განაკვეთები, მომხმარებლებს სესხი შეუძლიათ აიღონ ნებისმიერი მიზნობრიობით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული ყველა ცვლილება დადებითად აისახება მომხმარებლებზე და მეტად ეფექტურს გახდის მათ საქმიანობას”, – აღნიშნა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ცვლილება შეეხო დეპოზიტებსაც, გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები ლარში განთავსებულ ყველა სახის დეპოზიტებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g