LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიტნეს ცენტრები, სავარაუდოდ, 1-ლი მარტის შემდეგ გაიხსნება

110
10

ჯერჯერობით ფიტნეს ცენტრებისთვის გახსნის თარიღი დასახელებული არაა და ეს უფრო 1-ლი მარტის შემდეგ მოხდება – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს. ნათია თურნავას თქმით,  ამ სექტორს სახელმწიფო ბანკის სესხების სუბსიდირებით დაეხმარება.

როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით კოვიდპანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი 1 თებერვლიდან იწყება. რაც შეეხება ფიტნეს დარბაზებს, როდის მოხდება რეგულაციების მოხსნა უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები