LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფიზიკურად ვერ გახდები დასავლური ოჯახის წევრი.. გადადგეს სასამართლო კლანი“ – აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან

124
Untitled design (4)

„გადადგეს სასამართლო კლანი“ – ამ მოთხოვნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთავარი ვალდებულებაა, გადააყენოს აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეები, რომლებიც, მათივე თქმით, ქვეყნის საგარეო იმიჯს აზიანებენ.

„აშშ-ის დეპარტამენტის მიერ სანქცირება გარდა სამართლებრივი აქტისა, იყო პოლიტიკური მესიჯიც.

როდესაც სასამართლო კლანი გყავს, რომელიც პირდაპირ პოლიტიკურ დირექტივებს იღებს და რომელსაც კორუმპირებული სისტემა აქვს შექმნილი, ფიზიკურად ვერ გახდები დასავლური ოჯახის წევრი.

როგორც დეივანიშვილიზაცია არის ჩვენი დასავლური მომავლისთვის აუცილებელი, ისე ჩინჩალაძის, მურუსიძის და შენგელიას გასტუმრება არის უმნიშვნელოვანესი.

არავინ აღარ აპირებს, მოითმინოს საქართველოს რუსულ გუბერნიად ქცევა, ჩვენი ქვეყნის კორუმპირებულ, ოლიგარქიულ რეჟიმად დატოვება, ეს არ მოცდება და გადავყვებით ამ მცდელობას“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისათვის, მოსამართლეების – მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება 5 აპრილს გავრცელდა. 

განცხადების მიხედვით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მათ საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ამავე თემაზე:

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მოსამართლეების აშშ-ში არშეშვების გადაწყვეტილება მძიმე შეურაცხყოფაა…გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა, აქ ომი არ იქნება!” – დიმიტრი სამხარაძე

„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას

„მისასალმებელია…დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება” – სენატორი ჯიმ რიში

„მათ დაასანქცირეს მოლაშვილის, გირგვლიანის და სხვა უამრავი უბედური საქმეების ჩამდენი მოსამართლეები…20 წელია ასე არაფერი გამხარებია” – შალვა ხაჭაპურიძე