პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე იქნა ადმინისტრირებული ფაიზერის ვაქცინის მე-3 დოზა.
“დღეს ფაიზერი-ბიონტეკი შეიტანა განაცხადი ამერიკის წამლის სააგენტოში მე-3 დოზის (ბუსტერის) გადაუდებრლ ავტორიზაციაზე. მომავალ კვირას შეიტანენ ევროპის წამლის სააგენტოში.
დღესდღეობით მილიონობით ფაიზერის ვაქცინის მე-3 დოზა იქნა ადმინისტრირებული მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე. საქართველო რომელ კონტინენტზე არის?!”,- წერს გიორგი ფხაკაძე.