LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხაკაძე: ქვეყანაში ბიზნესის კლიმატის ინდექსი გაუმჯობესდა, რაშიც ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დიდი დამსახურებაა

64
soso-1629470998

„მეოთხე კვარტალმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ბიზნესის როგორც მიმდინარე მდგომარეობა, ასევე მოლოდინები პოზიტიურია, ანუ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბიზნესის კლიმატის ინდექსი“, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესასოციაციის საქმიანობა ოთხ სექტორს მოიცავს – მომსახურება, ვაჭრობა, მრეწველობა და მშენებლობა. როგორც ფხაკაძე განმარტავს, ვაჭრობის სექტორში ბიზნესის კლიმატის ინდექსი წელს ბოლო კვარტალში 1.8 ქულით გაუმჯობესდა, ვიდრე ის იყო 2019 წლის მეოთხე კვარტალში, ანუ ვაჭრობის სექტორში ბიზნესის კლიმატის ინდექსი დაეწია და ოდნავ გაუსწრო 2019 წლის შესაბამის პერიოდს. ამასთან, მშენებლობის სექტორში დასაქმების ბარომეტრი, რომელიც კვლევის მეორე კომპონენტია, პრე-პანდემიურ დონეს დაეწია.

„ამაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დამსახურებააა, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა და მაკროეკონომიკური სურათი გაუმჯობესებულია. ჩვენ ვმუშაობთ ყველა სამინისტროსთან, მაგრამ უნდა აღვნიშნო ამაში ეკონომიკის სამინისტროს წილი, მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ „ბიზნესპარტნიორში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები