2026 წლის დასაწყისის ტენდენციები აჩვენებს, რომ მოგზაურებისთვის პრიორიტეტული ემოცია გახდა და არა დანიშნულების ადგილი – მათ იზიდავთ ნოსტალგია, ხალხური ტრადიციები და პრაქტიკული, რეალური და სამუდამოდ დასამახსოვრებელი გამოცდილება.
სტუმარმასპინძლობის სექტორში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანიის „ALL Accor“ ახალი კვლევის თანახმად, მოგზაურთა 25%-ი დასვენებას ახალი შეგრძნებების მიღების მიეხდვით გეგმავს. სამოგაზურო გამოცემა „Condé Nast Traveler“ კი, სოციალურ გამოცდილებებზე ფოკუსირებას, მაგალითად, საგვარეულო ფესვების კვლევის მიზნით მოგზაურობაზე, ასტროკრუიზებსა და ნოსტალგიური ხასიათის პრაქტიკულ აქტივობებზე.
იზრდება „სასურსათო მაღაზიების ტურიზმისადმი“ ინტერესიც. ავთენტურ სავაჭრო ობიექტებს მოგზაურები სტუმრობენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ პროდუქტები შეიძინონ, არამედ ადგილობრივებივით რომ იცხოვრონ და ყოველდღიური კულტურა შეიგრძნონ. სხვათა შორის, მოგზაურებისთვის ამ მხრივ საინტერესო სასურსათო მაღაზიების შესახებ TikTok-ზე, დაახლოებით, 50 მილიონი პოსტია განთავსებული.
ადამიანები ასევე სულ უფრო ხშირად მოგზაურობენ საკუთარი კერპების კონცერტებზე, სპორტულ ღონისძიებებსა და მუსიკალურ ფესტივალებზე დასასწრებად, რათა კოლექტიურ ენერგიას ეზიარონ.

სამოგზაურო ტენდენციების ცვალებადობის ერთ-ერთი გამოვლინება ე.წ. „ციფრული მომთაბარეებიც“ არიან – მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტი ადამიანი მუშაობს მოგზაურობის პარალელურად. როგორც Accor-ის ანგარიშშია აღნიშნული, მოგზაურობა აღარ ნიშნავს ყოველდღიური ცხოვრების უკან მოტოვებას, არამედ მის თან „წაღებას“. ადამიანები გზას მიჰყვებიან საკუთარ კვებითი ჩვევებით, ფიტნეს რუტინებით და შინაური ცხოველებითაც კი, და ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც სამსახურსა და სახლს შორის ზღვარი იშლება.
ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელთა და მოგზაურთა გამოკითხვები აჩვენებს, რომ ემოციური რეზონანსი დღეს მოგზაურობის უმთავრეს ვალუტად იქცა და რომ მას კიდევ უფრო აძლიერებს ციფრული დაღლილობა – მოგზაურებს სურთ იგრძნონ რეალური კავშირი საკუთარ მემკვიდრეობასთან, ხალხთან, კულტურასთან და საკუთარ თავთანაც კი.
