LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Forbes-მა 2023 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გამოაქვეყნა

201
page

ჟურნალმა Forbes-მა 2023 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის სია გაავრცელა.

რეიტინგში პირველი ადგილი ადამ სენდლერმა დაიკავა. მსახიობმა 73 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. გასულ წელს მისი მონაწილეობით ორი ფილმი, „იდუმალი მკვლელობა“ და „შენ არ ხარ დაპატიჟებული ჩემს ბათ-მიცვაზე“ გამოვიდა.

მეორე ადგილზეა მარგო რობი, რომელმაც „ბარბიში“ მთავარი როლისთვის 59 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მესამე ადგილზე კი ტომ კრუზი გავიდა 45 მილიონი დოლარით.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეულში მოხვდნენ:

რაიან გოსლინგი – 43 მილიონი დოლარი

მეტ დეიმონი – 43 მილიონი დოლარი

ჯენიფერ ენისტონი – 42 მილიონი დოლარი

ლეონარდო დიკაპრიო – 41 მილიონი დოლარი

ჯეისონ სტეტჰემი – 41 მილიონი დოლარი

ბენ აფლეკი – 38 მილიონი დოლარი

დენზელ ვაშინგტონი – 24 მილიონი დოლარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები