გამოცემა „ფორბსის“ მიხედვით, მაიკლ ჯექსონი კიდევ ერთხელ გახდა ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანი. მისი შემოსავალი 2017 წელს 75 მილიონ დოლარს შეადგენს, რამაც ჯექსონს საშუალება მისცა ზედიზედ უკვე მეხუთედ ლიდერობა შეენარჩუნებინა.
მეორე ადგილი მდიდარ გარდაცვლილებს შორის გოლფისტმა არნოლდ პალმერმა დაიკავა. სპორტსმენის გარდაცვალების შემდეგ უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა, 400 მაღაზიაზე მეტში ისევ იყიდება სამოსი ბრენდით Palmer. ხოლო კომპანია AriZona Beverages-მა გამოუშვა 400 მიოონზე მეტი სასმელის შეფუთვა – ცივი ჩაისა და ლიმონათის ნაზავი. ამ ყველაფერმა გარდაცვლილ გოლფისტს 40 მილიონ დოლარიანი შემოსავალი მისცა.
სამეულში მხატვარი ჩარლზს მონრო შულცი შევიდა, რომელმაც ყოველდღიური კომიქსი Peanuts შექმნა. მისი შემოსავალი 2017 წელს 38 მილიონი დოლარია.
ხუთეულს 35 მილიონით ელვის პრესლი და 23 მილიონით ბობ მარლი ასრულებენ.