LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Forbes Travel Guide-მა მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები დაასახელა

105
0x0

სერვისის Forbes Travel Guide-ის ცნობით, მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტი – ჩანგი დასახელდა.

სპეციალისტებმა განმარტეს, რომ ამ აეროპორტში, რომელმაც უკვე მრავალი კონკურსი მოიგო, მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი დახურული ჩანჩქერი, 24 საათის განმავლობაში მოქმედი კინოთეატრი, პეპლებისა და ბამბუკის ბაღები, ასევე საცურაო აუზი და ჯაკუზი სახურავზე, რათა ტურისტებს აფრენილი თვითმფრინავების ცქერა შეეძლოთ.

აშშ-ში საუკეთესო აეროპორტად ნიუ-იორკის ლა-გვარდია დასახელდა, რაც განპირობებულია მისი გასასვლელების ფართო ზონებითა და თანამედროვე არქიტექტურით.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ Forbes Travel Guide-მა დუბაის ავიაკომპანია Emirates მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა, ხოლო აშშ-ში ლიდერად Delta Air Lines აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები