LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford GT, რომლის გაყიდვაც ბრენდმა სასტიკად აკრძალა – აუქციონზე გამოიტანეს

63

Ford GT, რომლის გაყიდვაც ბრენდმა სასტიკად აკრძალა – აუქციონზე გამოიტანეს. სუპერქარის გაყიდვა ავტომწარმოებელს ძალიან არ უნდოდა, თუმცა როგორც ჩანს, ვერაფერს გახდა. ავტომობილის ამჟამინდელმა მფლობელმა ის სულ რაღაც 2 თვის წინ 1,815 მილიონ დოლარად შეიძინა და ამ პერიოდის განმავლობაში 2,4 კმ-ს გავლა მოასწრო.

ისტორია, რომელშიც ვერცხლისფერი GT-იაა გარეული მაისის თვეში დაიწყო, როცა Ford-მა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სპორტქარის აუქციონზე გაყიდვის აკრძალვა ითხოვა. საქმეში მოპასუხე მხარედ – აუქციონის სახლი Mecum და ავტომობილის მფლობელი მაიკლ ფლინი გამოვიდნენ. Ford-ს თავის გასამართლებლად ქონდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც სუპერქარის გაყიდვა მხოლოდ 2 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ იყო შესაძლებელი. ამასთან, ბრენდი დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი აუქციონი მის იმიჯს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა. სასამართლომ საქმის დეტალები განიხილა და Ford-ს სარჩელი არ დაუკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს რომ სუპერქარი მაინც გაიყიდება.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები