ახალმა ბრენდმა Hameedi დააანონსა სუპერქარი სახელად Venturo – ავტომობილი, რომელიც იქნება არა მხოლოდ სპორტული, არამედ ძალიან მოქნილიც. როგორც Carscoops წერს, Hameedi შექმნა ინჟინერმა ჯამალ ჰამიდიმ, ადამიანმა, რომელმაც Ford-ის არაერთი ცნობილი სპორტქარი და Land Rover-ისთვის შექმნილი ვერსია Defender Octa შეიმუშავა. ვარაუდობენ, რომ Venturo ძალიან მცირე სერიებად და ძალიან მაღალი ფასით გამოვა.
ჯამალ ჰამიდი პროექტ Venturo-ზე მუშაობს ანდრეას ბენციგერთან ერთად, ადამიანთან რომელსაც პრემიუმ ავტომობილების ექსპერტს უწოდებენ. ტექნიკურ მხარეზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ბრენდმა Hameedi მხოლოდ ერთი თიზერი გამოაქვეყნა, სადაც, Venturo სხვადასხვა გზაზეა ნაჩვენები.
აცხადებენ, რომ Hameedi ქმნის ყველგანმავალ ჰიპერქარს, რომელიც ნებისმიერ ზედაპირზე გამორჩეულ დინამიკას, კომფორტს და მართვადობას გააერთიანებს. ჯამალ ჰამიდის თქმით, მათი ალიანსი ფაქტობრივად ავტომობილების სრულიად ახალ კლასს ქმნის – ისეთს, რაც აქამდე არ არსებობდა. ინსაიდერების ინფორმაციით, თითო მანქანა რამდენიმე მილიონი დოლარი ეღირება.
ჰამიდი Ford-ში თითქმის სამი ათწლეული მუშაობდა. მისი მონაწილეობით შეიქმნა Ford GT, ცხელი ჰეტჩბეკი Fiesta ST და Focus ST, ასევე ექსტრემალური პიკაპი F-150 Raptor. Land Rover-ში კი ის SVO Performance-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.