LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორმა ფეხბურთელმა უნდა ჩაიცვას: კოლუმბიაში ნაკრები მის სამყარომ წარადგინა

53

კოლუმბიის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების ფორმა ”მის სამყარომ” წარადგინა, თავად ფეხბურთელები კი პრეზენტაციაზე არც კი მიუწვევიათ.
ოფიციალური ფორმა საზოგადოებას ”მის სამყარო 2014”-მა, პაულინა ვეგამ წარუდგინა. ამან ბუნებრივია კოლუმბიელი ფეხბურთელები გაანაწყენა. ნაკრების გოლკიპერმა ვანესა კორდობამ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გააკეთა.

”მე ”ადიდასის” საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და მესმის, რომ ფეხბურთი ყველას ეკუთვნის. ძალიან კარგია, რომ ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაციაში მონაწილეობა გავლენიანმა და წარმატებულმა ქალებმა მიიღეს, მაგრამ თუნდაც პატივისცემისა და დამსახურების გამო, ფორმა ცერემონიაზე ერთ-ერთ ფეხბურთელს მაინც უნდა მოერგო. მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პაულინას აქვს უფლება ფორმა უფრო ადრე ჩაიცავს, ვიდრე თუნდაც კატალინა უსმემ”, – ციტირებს კორდობას სიტყვებს The Independent.

კორდობას მხარი დაუჭირეს როგორც თანაგუნდელებმა, ასევე მამაკაცთა ნაკრების წევრებმა. კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ახალი ფორმის წარგენაში ”ბაიერნის” ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები