არიანა გრანდემ მომავალი მუსიკალური პროექტის ლიდ სინგლი - hate that i made you love me წარადგინა. სიმღერის ტექსტის ავტორი, თავად არტისტია, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის ,,ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა, რაც კი ოდესმე დაუწერია''.
არიანა გრანდემ ,,ინსტაგრამზე'' ხმის ჩამწერი სტუდიიდან ახალი ფოტოები გააზიარა. ამ პოსტმა ფანებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან ბევრმა მიიჩნია, რომ მომღერალი მე-8 სტუდიურ ალბომზე მუშაობს.