რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლის სხეულზე სამი ახალი ტატუ აქვს, რომლებიც ბუდისტურ სიმბოლოებს წარმოადგენს და სამყაროს, სიყვარულსა და გაყვავებას აღნიშნავს.
ამ დღეებში ბრედ პიტმა ერთ-ერთ გამოცემას გულახდილი ინტერვიუ მისცა, სადაც იმის შესახებ ისაუბრა, რომ მეუღლის წვრილმანები აღიზიანებს. მაგალითად, როგორც გაირკვა, პიტს არ მოსწონს, როდესაც ჯოლის მზის დამცავი სათვალე ცხვირის წვერზე უკეთია.
ხმები იმის შესახებ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს წყვილს ურთიერთობაში პრობლემები აქვს, დიდი ხანია დადის. 2016 კი ამ ქორწინების წერტილის დასმის წელი იქნება.
დასავლური ტაბლოიდები, ვარსკვლავებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ ერთ-ერთი ულამაზესი წყვილი ერთმანეთს მართლაც შორდება. ცნობილია, რომ პიტმა და ჯოლიმ საშობაო არდადეგები ვიეტნამში გაატარეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ერთობლივმა დასვენებამ შედეგი ვერ გამოიღო - ანჯელინა და ბრედი გამუდმებით ჩხუბობდნენ, კამათობდნენ და საბოლოოდ იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ მათ ოჯახს ვეღარაფერი უშველის.