LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოლი და პიტი კვლავ დაშორების პირას არიან – უღალატა თუ არა ანჯელინამ ქმარს?

82

დასავლური ტაბლოიდები, ვარსკვლავებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ ერთ-ერთი ულამაზესი წყვილი ერთმანეთს მართლაც შორდება. ცნობილია, რომ პიტმა და ჯოლიმ საშობაო არდადეგები ვიეტნამში გაატარეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ერთობლივმა დასვენებამ შედეგი ვერ გამოიღო – ანჯელინა და ბრედი გამუდმებით ჩხუბობდნენ, კამათობდნენ და საბოლოოდ იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ მათ ოჯახს ვეღარაფერი უშველის.

„ენჯი თვლის, რომ ბრედი აღარ არის ის ადამიანი, ვისაც ცოლად გაყვა: ის მოხუცდა და მას აღარ სჭირდება“, – განაცხადა ინსაიდერმა. არსებობს ასევე ვარაუდი, რომ კამბოჯაში ვიზიტის დროს, რა დროსაც ბრედი ამერიკაში იმყოფებოდა, ანჯელინა სხვა მამაკაცის გარემოცვაში შენიშნეს.

იმ შემთხვევაში ეს ინფორმაცია დადასტურდება, მსოფლიო წლის ყველაზე ხმაურიანი განქორწინების მომსწრე გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები