რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლის სხეულზე სამი ახალი ტატუ აქვს, რომლებიც ბუდისტურ სიმბოლოებს წარმოადგენს და სამყაროს, სიყვარულსა და გაყვავებას აღნიშნავს.
ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ იგივე სვირინგი ბრედ პიტსმაც გაიკეთა. წყაროს ცნობით, ეს ნაბიჯი მან არამარტო მეუღლის მხარდასაჭერად გადადგა, არამედ ჟესტი ერთგვარად, ქორწინების გადასარჩენადაც გაიმეორა.
არსებობს ინფორმაცია, რომ ორივეს სვირინგი იდენტურია და ისინი ერთი და იმავე ოსტატის მიერ არის შესრულებული.

