LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი ანჯელინასთან დაშორების ინიციატორია

70

საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ერთ დროს ჰოლივუდის ყველაზე ლამაზ წყვილად აღიარებული ჯოლისა და პიტის ოფიციალურად განქორწინება მხოლოდ დროის საკითხია.

კულუარებში უკვე ღიად ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ჯოლი და პიტი საკმაოდ დიდი ხანია მხოლოდ იმიჯის გამო ცხოვრობენ ერთად. ამერიკული შოუ-ბიზნესის ერთ დროს ყველაზე გავლენიანი წყვილი უკვე რამდენიმე წელია ბედნიერი ოჯახის როლს თამაშობს – ასეთ დასკვნამდე მივიდა ამერიკული პრესა.

პირველად ამ ყველაფრის შესახებ ჟურნალმა In Touch დაწერა. მაშინ გამოცემის ცნობით, ბრედი ვეღარ ეგუებოდა ანჯელინას ბევრ თვისებას.

ამჯერად პრესა კვლავ ალაპარაკდა წყვილის დაშორების შესახებ, მეტიც, მათი თქმით, ამ ყველაფრის ინიციატორი ბრედია, რომელიც უკვე მერამდენედ ცდილობს წერტილი დაუსვას ურთიერთობას. მაგრამ ანჯელინასთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია იდეალური ოჯახის რეპუტაცია, ამიტომ ბრედს სთხოვს, კიდევ ერთი შანსი მისცეს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ წლევანდელ „ოსკარებზე“ ბრედს ცალკე მისვლა სურს.

უკანასკნელი მოვლენები არც ისე კარგად აისახება ერთ დროს ყველაზე სექსუალური ქალის გარეგნობაზე – ანჯელინა 37 კილოგრამს იწონის და სპეციალისტებს ფსიქოლოგიური დახმარებისთვის რეგულარულად მიმართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები