ბიონსეს ახალი ალბომის - „Lemonade“ გამოსვლის შემდეგ, გავრცელდა ხმები მასა და ჯეი-ზის შორის წარმოქმნილ პრობლემებსა და შესაძლო დაშორებაზეც. თუმცა ამჟამად ცნობილი ხდება, რომ წყვილმა საიდუმლოდ ჩაწერა საერთო ალბომი, რომელიც რეპერის მუსიკალურ სერვის Tidal-ზე იყო ხელმისაწვდომი.
იმ ფონზე, როდესაც პრესა ბიონსესა და ჯეი-ზის განქორწინებაზე წერს, გაჩნდა ინფორმაცია, რომ წყვილი შერიგდა და მეტიც, მეორე შვილის გაჩენას გეგმავს, რათა მეორე ბავშვმა მათი ოჯახი გადაარჩინოს.
ბიონსეს ახალი ალბომი Lemonade 23 აპრილს გამოვიდა. დისკი წარმოუდგენლად პოპულარული გახდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს იყო პირველი ვიზუალური ალბომი, ასევე ალბომში მთავარი მინიშნება - მეუღლის ღალატი მორიგი სკანდალის მიზეზი გახდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიონსე და ჯეი-ზი დაშორების პირას არიან, პრესაში დიდი ხანია არსებობს. წყვილი ჯერ არ განქორწინებულა, მაგრამ პაპარაცებმა მოახერხეს და დააფიქსირეს, რომ ორივე მათგანი საქორწინო სვირინგებს გამოემშვიდობა.