იმ ფონზე, როდესაც პრესა ბიონსესა და ჯეი-ზის განქორწინებაზე წერს, გაჩნდა ინფორმაცია, რომ წყვილი შერიგდა და მეტიც, მეორე შვილის გაჩენას გეგმავს, რათა მეორე ბავშვმა მათი ოჯახი გადაარჩინოს.
გამოცემა Life & Style წერს, რომ ამ დროისთვის ბიონსე და ჯეი-ზი უკვე ერთად არიან და ოჯახის გაფართოებაზე ზრუნავენ. ცნობილია, რომ ჯეი-ზი ახალ ალბომზეც მუშაობს, რომელიც წლის ბოლომდე გამოვა.