ბიონსეს ახალი ალბომი Lemonade 23 აპრილს გამოვიდა. დისკი წარმოუდგენლად პოპულარული გახდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს იყო პირველი ვიზუალური ალბომი, ასევე მასში მთავარი მინიშნება – მეუღლის ღალატი მორიგი სკანდალის მიზეზი გახდა.
წყვილის წარმომადგენლებმა მალევე განაცხადეს, რომ ეს უბრალოდ მხატვრული ჩანაფიქრია და მას არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან, თუმცა თაყვანისმცემლებმა მაინც ბიონსეს შეცოდება დაიწყეს.
მოგვიანებით კი წყვილთან დაახლოებულმა ინფორმატორმა ოფიციალური განცხადება გააკეთა: „ჯეი-ზი ბიონსეს მეუღლის გარდა, მისი პროდიუსერია, შესაბამისად მან ძალიან კარგად იციოდა თითოეული სიმღერა და მათი შინაარსი. ის ძალიან ჭკვიანი ბიზნესმენია და ასეთ ელემენტარულ შეცდომას არ დაუშვებდა. ორივემ კარგად იცის, როგორ გააკეთოს ფული“.
ეს ყველაფერი კიდევ უფრო უახლოვდება ვერსიას იმის შესახებ, რომ ყველაფერი წყვილის მიერ კარგად დადგმული პიარია, რომელმაც ნამდვილად გაამართლა.