LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე|ჯეი-ზი

მიუხედავად ბედნიერი ოჯახის იმიჯისა, შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი წყვილი, ბიონსე და ჯეი-ზი არც ისე ბედნიერები აღმოჩნდნენ, როგორც ამას მათი თაყვანისმცემლები მიიჩნევდნენ.
დასავლური ტაბლოიდების ცნობით, ბიონსემ ჯეი-ზის მასთან ერთად ტურნეში წასვლა კატეგორიულად აუკრძალა. სულ მალე, მომღერალი თავისი ახალი ალბომის - „Formation“ მხარდასაჭერ კონცერტებს გამართავს, სადაც თან ჯეი-ზის წაყვანა არ სურს.
ბიონსე და ჯეი-ზი საზოგადოებაში ხშირად ჩნდებიან ერთად და ცდილობენ ყველას დაანახონ, რომ მათ ოჯახური იდილია აქვთ, თუმცა წყვილთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ მათი ურთიერთობა ნელ-ნელა იშლება. ტაბლოიდები წერენ, რომ ბიონსემ მიიღო გადაწყვეტილება, ქმარს გაშორდეს.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ბიონსე და ჯეი-ზი სიყვარულის დედმონსტრირებას მუდმივად ახდენენ, როგორც ჩანს, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად არის. ამჯერად ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი ყველაზე მყარ ოჯახში ბზარი გაჩნდა, თუმცა ინსაიდერის მტკიცებით, უკვე რამდენიმე თვეა ბიონსესა და ჯეი-ზის სხვადასხვა ოთახში სძინავთ.
დასავლური ტაბლოიდების ცნობით, ვარსკვლავური წყვილი, ბიონსე და ჯეი-ზი მალე მშობლები კიდევ ერთხელ გახდებიან. ისინი უკვე ზრდიან 4 წლის ქალიშვილს, ბლუ აივის.