მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ბიონსე და ჯეი-ზი სიყვარულის დედმონსტრირებას მუდმივად ახდენენ, როგორც ჩანს, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად არის. ამჯერად ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი ყველაზე მყარ ოჯახში ბზარი გაჩნდა, თუმცა ინსაიდერის მტკიცებით, უკვე რამდენიმე თვეა ბიონსესა და ჯეი-ზის სხვადასხვა ოთახში სძინავთ.
როგორც აღმოჩნდა, ბიონსე ვერ ეგუება ჯეი-ზის ხშირ არყოფნას, რასაც ღალატით ხსნის. შესაძლოა, ეს წყვილის მორიგი ინტრიგაა მათ გარშემო, თუმცა, მათთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ბიონსეს და ჯეი-ზის ურთიერთობაში პრობლემები აქვთ.