დასავლური ტაბლოიდების ცნობით, ვარსკვლავური წყვილი, ბიონსე და ჯეი-ზი მალე მშობლები კიდევ ერთხელ გახდებიან. ისინი უკვე ზრდიან 4 წლის ქალიშვილს, ბლუ აივის.
ხმები ბიონსეს ორსულობის შესახებ მომღერლის ბოლოდროინდელმა ჩაცმულობამ გამოიწვია. ყვითელი პრესის ჟურნალისტების აზრით, პოპ-დივა მომრგვალებულ მუცელს მალავს. მათ ასევე იპოვეს ინსაიდერები, როპმლებიც ამ ინფორმაციას ადასტურებენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს წყვილი იშვიათად ჩნდება საზოგადოების თვალში. ისინი უპირატესობას თბილ და მზიან ადგილებს ანიჭებენ.