LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედლი კუპერი|ირინა შეიკი

ჟურნალმა S Moda ახალი ნომრის გარეკანი წარმოადგინა, რომლის მთავარი გმირი სუპერმოდელი ირინა შეიკია.
2017 წელი მოდელ ირინა შეიკისთვის ნამდვილად გამორჩეული იქნება. 30 წლის მოდელი პირველად გახდება დედა, ამასთან ის ცოლად გაყვება საყვარელ მამაკაცს, მსახიობ ბრედლი კუპერს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ირინა შეიკი ბრედლი კუპერისგან შვილს ელოდება, ინტერესი ამ წყვილის მიმართ არ კლებულობს. მიუხედავად იმისა, რომ მომავალი მშობლები ამ თემაზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავაბენ, ინსაიდერებმა გაარკვიეს, რომ მათ მომავალ შვილს უკვე სახელიც შეურჩიეს.
ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი მალე მშობლები გახდებიან. ამის შესახებ ცნობილი Victoria’s Secret-ის შოუს შემდეგ გახდა, როდესაც პოდიუმზე შეიკის წამოზრდილი მუცელი ბევრმა შენიშნა.
მიუხედავად იმისა, რომ ირინა შეიკსა და ბრედლი კუპერს მომავალი შვილის შესახებ ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ, ინტერნეტში ყოველდღიურად ჩნდება ფოტოები, სადაც მოდელის წამოზრდილი მუცელი ადვილად შესამჩნევია.