მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ირინა შეიკი ბრედლი კუპერისგან შვილს ელოდება, ინტერესი ამ წყვილის მიმართ არ კლებულობს. მიუხედავად იმისა, რომ მომავალი მშობლები ამ თემაზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავაბენ, ინსაიდერებმა გაარკვიეს, რომ მათ მომავალ შვილს უკვე სახელიც შეურჩიეს.
„ირინას ძალიან მოსწონს უნისექსი-სახელი ჩარლი. თუ ბიჭი დაიბადება, მას ჩარლზს დაარქმევენ, ხოლო თუ გოგონა – შარლოტას“, – განაცხადა წყარომ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჩარლი ერქვა ბრედლი კუპერის მამასაც, რომელიც ხუთი წლის წინ გარდაიცვალა.