ჟურნალმა S Moda ახალი ნომრის გარეკანი წარმოადგინა, რომლის მთავარი გმირი სუპერმოდელი ირინა შეიკია. 31 წლის ლამაზმანმა რეკლამა ბრენდ Intimissimi-ს თეთრეულს გაუწია.
ფოტოს ავტორი როვან პეპიერის გახდა, რომელიც შეიკთან Met Ball 2015-ზეც მუშაობდა. ფოტოგრაფმა ძველი ღონისძიებიდან ირინას ფოტოც გააზიარა.
შეგახსენებთ, რომ რუსი წარმოშობის მოდელი და მისი მეგობარი მამაკაცი, მსახიობი ბრედლი კუპერი პირველი შვილის დაბადებისთვის ემზადებიან. როგორც ჩანს, ორუსლობა ირინას აქტიურ მუშაობაში ხელს არ უშლის და ის თავს კარგად გრძნობს.

