კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი ურთიერთობას აღარ მალავენ – თამედროეობის ყველზე „ლამაზი წყვილის“ უახლესი გამოჩენა
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილი ლონდონში, ChinaTang-ის რესტორანში, რომანტიკული ვახშმის შემდეგ შენიშნეს
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილი ლონდონში, ChinaTang-ის რესტორანში, რომანტიკული ვახშმის შემდეგ შენიშნეს
წყვილი მაშინ გადაიღეს, როცა ისინი სახლთან ერთმანეთს მხურვალედ ეხუტებოდნენ
კენდალი ჯეიკობს მომავალ პარტნიორადაც აღიქვამს და მასთან საერთო მომავალს გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, სწორედ ამიტომ არ ჩქარობს ის მსახიობის კარდაშიანების ოჯახის საჯარო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას, რადგან, ინსაიდერის სიტყვებით, „ძალიან ცოტა მამაკაცი უძლებს კარდაშიანების სამყაროს“
განსაკუთრებული როლი ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში კენდალის უმცროს დას, კაილი ჯენერს მიუძღვის, რომელიც ფაქტობრივად „შუამავლის“ როლში აღმოჩნდა
მიმდინარე თვეს კენდალი და ჯეიკობი ჰავაიზე იმყოფებოდნენ