LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » Hi Tech » გვერდი 117

Hi Tech

2017 წელს Huawei-მ 100 მილიონი მოწყობილობა გაყიდა

მიმდინარე წელს Huawei-მ 100 მილიონი მოწყობილობა გაყიდა. ეს მაჩვენებელი კი 19%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჩინურმა ბრენდმა უკან მოიტოვა Apple, რათა Samsung-ის შემდეგ მეორე ადგილი დაეკავა.

Apple-მა გაყიდვიდან 256 გიგაბაიტიანი iPhone 7 და 7 Plus ამოიღო

ერთი თვის წინ, Apple-მა სამყაროს ორი ახალი სმარტფონი - iPhone 8 და iPhone 8 Plus წარუდგინა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ მოწყობილობები სათანადო მოთხოვნით არ სარგებლობს. სმარტფონებზე მოთხოვნა ყველა მის წინამორბედთან შედარებით უარესია.

Nokia 7 რამდენიმე წუთში გაიყიდა

25 ოქტომბერს, ჩინეთში გაყიდვაში Nokia 7 გამოვიდა. მოწყობილობების მარაგი რამდენიმე წუთში ამოიწურა, რაც ამ ქვეყანაში მაღალი მოთხოვნის მაჩვენებელია, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ერთეული სმარტფონი იყო გაყიდვაში.

Samsung-მა უნივერსალური დამტენი დააპატენტა

ამერიკის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სამსახურს Samsung-მა დამტენი დაფის განაცხადით მიმართა, რომელსაც ბაზარზე არსებული ნებისმიერი გაჯეტის დატენვა შეეძლება. ცნობილია ისიც, რომ შესაბამისი სამსახურისგან მან თანხმობაც დაიმსახურა.

ექსპერტებმა საიმედო პაროლის რეცეპტი გაგვიზიარეს

თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში პაროლის საიმედოობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალისტებმა რამდენიმე რჩევა მოგვცეს, რომლის შედეგადაც პაროლის გატეხვა თითქმის არარეალური გახდება.

Huawei მოხრილ სმარტფონებს გამოუშვებს

ცნობილი გახდა, რომ სმარტფონ Mate 10-ის პრეზენტაციის შემდეგ, კომპანია Huawei მოხრილ ეკრანიან გაჯეტებს გამოუშვებს. ამის შესახებ თავად გენერალურმა დირექტორმა, რიჩარდ უიმ დაადასტურა და განაცხადა, რომ მას მოხრილი სმარტფონის კონცეპტიც გააჩნია.

Nokia2 99 დოლარი ეღირება

მიუხედავად იმისა, რომ Nokia 2 ოფიციალურად ჯერ არ გამოსულა, მასზე გამუდმებით ვრცელდება ესა თუ ის ჭორი.

Xperia XZ Premium-ის წითელი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია

ჯერ კიდევ თებერვალში, MWC 2017-ის გამოფენაზე, Sony-მ სმარტფონი Xperia XZ Premium წარმოადგინა. იმ მომენტისთვის ის პირველი მოწყობილობა იყო Snapdragon 835-ის პროცესორითა და 5,5 დიუიმიანი 4K HDR-დისპლეით. ამ დრომდე ის ხელმისაწვდომი მხოლოდ შავ ფერში იყო, ცოტა ხნის წინ კი კომპანიამ მისი წითელი ვერსიაც გამოუშვა.

Nokia 7 ოფიციალურად გამოვიდა

ამ დღეებში, სმარტფონ Nokia 7-ის პრეზენტაცია ოფიციალურად შედგა. სიახლეს 5,2 დიუიმიანი ეკრანი აქვს და ხელმისაწვდომი ის ორ ვარიანტად იქნება: 64 გიგაბაიტი და 128 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით.

iPhone 8-ზე მოთხოვნამ იკლო

Apple-ის აქციები 1,5%-ით დაეცა. მიზეზად ახალ iPhone 8-ზე საკმაოდ დაბალი მოთხოვნა სახელდება, იკლო სმარტფონზე წინასწარი შეკვეთის რაოდენობამაც. აღსანიშნავია ისიც, რომ Apple-ის წინა თაობის სმარტფონები უფრო დიდი მოთხოვნით სარგებლობს, ვიდრე აღნიშნული მოდელი.

სმარტფონი, რომელიც მომხმარებლის სურვილს ყველაზე მეტად აკმაყოფილებს

კომპანიამ Consumer Reports იმ სმარტფონების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც მომხმარებლების სურვილებს მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებენ.

„ფეისბუქმა“ მომხმარებლებს სიახლე წარუდგინა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაჩნდა მეორე ლენტა, რომელიც მომხმარებლებისთვის საინტერესო თემების შესახებ პუბლიკაციებისგან იქნება დაკომპლექტებული.