LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » Hi Tech » გვერდი 121

Hi Tech

ორგანიზაცია Greenpeace-მა გამოკითხვა ჩაატარა და ეკოლოგიისთვის ყველაზე საშიში გაჯეტები გამოავლინა. როგორც გაირკვა, ყველაზე მეტად საფრთხის შემცველ პროდუქციას Apple, Samsung და LG აწარმოებს, ხოლო ყველაზე ნაკლებად ზიანის მომტან ნაწარმს Dell და HP ქმნიან.
სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ სერიალების წარმოებით დაკავდება. როგორც გაირკვა, კომპანია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ჰოლივუდის წამყვან სტუდიებთან და სააგენტოებთან. არსებული ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულში პირველი პროდუქციის ჩენება იგეგმება.
2015 წლის დასაწყისიდან, კომპანია Samsung-მა Galaxy Note-ის ახალი ხაზის შესახებ განაცხადა. უკანასკნელი ცნობით, მისი პრეზენტაციის დრომ სექტემბრამდე გადაიწია.
ინტეგრალური სქემების გერმანულმა ინსტიტუტმა, რომელიც მუსიკალური ფორმატის, MP3-ის შემქმნელია, ოფიციალურად განაცხადა, რომ მოღვაწეობას წყვეტს. 2017 წლის 23 აპრილს MP3-ის პატენტს ვადა გაუვიდა და მისმა მწარმოებელმა სამომავლო განვითარებაზე უარი განაცხადა.
ილონ მასკის კომპანია და ელექტრომობილების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, Tesla, სიახლეზე მუშაობს. კერძოდ კი საუბარია იმაზე, რომ უახლოეს მომავალში კომპანიას საკუთარი სტრიმინგ-სერვისი ექნება.
სულ მალე, WhatsApp-ს ახალი და საკმაოდ სასარგებლო ფუნქცია დაემატება: კერძოდ კი, მესენჯერის საშუალებით შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ფორმატის ფაილების გადაგზავნა. ამასთან, არამარტო ცალკეულ მომხმარებლებთან, არამედ ჯგუფებთან.
კანადელმა მწარმოებელმა KirMaq Tech უჩვეულო გაჯეტი შექმნა, რომელიც განსაკუთრებით მოგზაურობისა და ლაშქრობების მოყვარულებს მოეწონებათ. მას ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს - თქვენი გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო გახადოს.