LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » Hi Tech » გვერდი 169

Hi Tech

Samsung Galaxy S8-ს iPhone 7 Plus-ის დეტალი ექნება

ქსელში Samsung-ის მომდევნო სმარტფონის მახასიათებლები გამოჩნდა. ჩინური წყაროს თანახმად, Samsung Galaxy S8-ს არამარტო გაუმჯობესებული დისპლეი, არამედ ორმაგი კამერა ექნება. სიახლის ძირითადი კონკურენტი, ისევე როგორც აქამდე, iPhone 7 Plus იქნება. Apple-ის ნაწარმი ჯერ არ გამოსულა, მაგრამ ცნობილია, რომ წინასწარი ანონსით, მას ორმაგი კამერა ექნება.

ჩინური სმარტფონების „კოპირების“ გამო პეკინში iPhone 6-სა და iPhone 6 Plus-ის გაყიდვები აიკრძალა

პეკინის ხელისუფლებამ ქალაქში iPhone 6-სა და iPhone 6 Plus-ის გაყიდვები აკრძალა, მიზეზად კი Apple-ის მიერ ჩინური კომპანიის, Burley-ს წარმოებული სმარტფონების დიზაინის კოპირება სახელდება.

სმარტფონი Sony Xperia X Performance გაყიდვაში გამოვიდა

კომპანიამ Sony Mobile Communications სმარტფონ Sony Xperia X Performance-ის გაყიდვები ტაივანიდან დაიწყო. უახლოეს მომავალში სიახლე სხვა აზიურ ქვეყნებშიც გამოჩნდება, მათ შორის ტაივანსა და ჰონგკონგში. ივლისიდან სმარტფონი ევროპასა და აშშ-ში გაიყიდება და მისი ფასი 699 ევრო და 699 დოლარი იქნება.

ASUS-მა მეტალის კორპუსიანი სმარტფონი გამოუშვა

კომპანია ASUS-მა ჩინეთში ZenFone Pegasus 3 გამოუშვა. სიახლეს მეტალის კორპუსი, თითის ანაბეჭდის სკანერი, 5 დიუიმიანი HD-დისპლეი, 13 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, Bluetooth 4.0 და GPS მხარდაჭერა აქვს და ანდროიდის ბაზაზე მუსაობს.

ამიერიდან SMS-ებს Facebook-ის მესენჯერში მიიღებთ

Facebook-ის შემქმნელები ანდროიდის ბაზაზე SMS-ისა და მესენჯერის ინტეგრაციაზე უკვე თვეებია მუშაობენ. ამჟამად კი ცნობილი ხდება, რომ ამ ორი ფუნქციის ასამუშავებლად მსურველს მხოლოდ მისი აქტივაცია დასჭირდება.

Samsung Galaxy Note-ის მომდევნო სმარტფონის პრეზენტაციის თარიღი ცნობილია

ცნობილი ხდება, რომ Samsung Galaxy Note-ის მომდევნო მოდელის პრეზენტაცია 2 აგვისტოს შედგება. ინფორმაცია ახალი სმარტფონის შესახებ ქსელში ცოტა ხნის წინ გაჩნდა, Galaxy Note გამოტოვებს ნომერ „6„-ს, მოდელების - Galaxy S7 და Galaxy S7 edge სოლიდარობის ნიშნად.

რა უპირატესობა ექნება ახალ MacBook Pro-ს?

MacBook Pro-ს ლეპტოპების მომდევნო თაობა წინა მოდელებისგან განსხვავებული იქნება. ცნობილი ხდება, რომ ახალი მოწყობილობები 13 და 15 დიუიმიანი ეკრანებით, უფრო მსუბუქი და თხელი გახდება. დამატებით კი მათ თითის ანაბეჭდი და მეორე სენსორული OLED-დისპლეი ექნება, რომელიც F1-F12 ღილაკებს შორის განთავსდება.

Microsoft-მა კომპანია LinkedIn შეიძინა

მოლაპარაკების საერთო ღირებულებამ 26,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც LinkedIn-ში განაცხადეს, სოციალური ქსელი, რომელიც საქმიანი კონტაქტების მოძიებას გულისხმობს, საკუთარ ბრენდს, კულტურას და დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს.

ორლანდოს ტერაქტის გამო, Facebook-მა აშშ-ის ტერიტორიაზე ფუნქცია Safety Check ჩაუშვა

პირველად, აშშ-ის ტერიტორიაზე კომპანია Facebook-მა მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქცია Safety Check ჩაუშვა, მას შემდეგ, რაც 12 ივნისს, 29 წლის ომარ მატინმა ორლანდოში მდებარე გეი-კლუბში მასობრივი მკვლელობა ჩაიდინა.

Philips-მა ჭკვიანი კბილის ჯაგრისი შექმნა

კომპანია Philips-მა გადაწყვიტა სიახლე შეიტანოს ისეთ აუცილებელ ნივთში, როგორც კბილის ჯაგრისია. საუბარია ჭკვიან მოწყობილობაზე, რომელიც სპეციალური მრიცხველების საშუალების თქვენი პირის ღუს მდგომარეობას აკონტროლებს, ქმნის სამგანზომილებიან რუკას, რაც თქვენი კბილების მოვლას აუმჯობესებს.

“არ გამოიყენოთ “ფეისბუქის” რეაქციები” – ბელგიის პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს

ბელგიის პოლიციამ გააფრთხილა ქვეყნის მოქალაქეები, არ გამოიყენონ „ფეისბუქის“ ახალი რეაქციები, რომ საკუთარი ანგარიშების უსაფრთხოება დაიცვან.