ნოთინგემ-ტრენტის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ 29%-ს საკუთარი სმარტფონი მშობლებსა და ახლობლებს ურჩევია. ამის შესახებ „კარსპერსკის ლაბორატორიის“ ბლოგშია ნათქვამი.
კომპანია Google-მა განაცხადა, რომ 2016 წლის ბოლოს მომხმარებლებს ტექნოლოგიას Project Abacus შესთავაზებს, რომელიც ანდროიდ-მოწყობილობებისადმი წვდომას პაროლის გარეშე უზრუნველყოფს.
კომპანია Vertu-ს ახალი სმარტფონი - Aster Leaf ფლორისტული მოტივებით არის გაჯერებული. სიახლე მეტალისგან და ტყავისგან არის შექმნილი და მის ზედაპირზე ჟოლოს ფოთლებია გამოსახული.
გინდათ იცოდეთ ორიგინალური ლეპტოპის საიდუმლო? კრეატიულმა დუეტმა - ანამ და სებასტიანმა მოიფიქრეს, როგორ აქციონ ძველი და მოსაწყენი კომპიუტერი ხელოვნების ნიმუშად.
კომპანიამ Hewlett Packard Enterprise ფილმის „ვარსკვლავური გზა“ გმირების მონაწილეობით სარეკლამო რგოლი გამოუშვა, სადაც „მომავლის კომპიუტერის“ დემონსტრირება ხდება.
მენეჯმენტისა და პოპულარული ფსიქოლოგიის ექსპერტმა, ადამ გრანტმა საინტერესო კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომელი ბრაუზერით რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ ადამიანის შესაძლებლობებზე. მისი აზრით, ყველაზე პროდუქტიული თანამშრომლები Firefox-სა და Chrome-ს იყენებენ, ხოლო ყველაზე „ჩამორჩენილები“ – Safari-ს და Internet Explorer-ს.
კომპანიამ Technology and Science Dynamics, რომელიც სომხური პლანშეტებისა და სმარტფონების წარმოებით არის დაკავებული, განაცხადა, რომ 6 ივნისიდან გაყიდვაში პირველი სომხური წარმოების ჭკვიანი ტელეფონის - ArmPhone-ის გაყიდვები დაიწყება.
ჰაკერების ჯგუფმა Ourmine, რომელმაც მარკ ცუკერბერგის Twitter, Instagram, LinkedIn და Pinterest ანგარიშები გატეხა, ქსელში მისი პაროლი გააჟღერა. როგორც აღმოჩნდა, ოთხივე სერვისზე „ფეისბუქის“ დამფუძნებლის პაროლი „dadada” იყო.
კომპანია Samsung Electronics-მა ოფიციალურად წარმოადგინა ფიტნეს-თრექერი Samsung Gear Fit 2, რომლის შესახებაც ხმები უკვე დიდი ხანია დადის. თავის წინამორბედთან შედარებით, რომელიც 2014 წელს გამოვიდა, მან მკვეთრი ცვლილებები მიიღო.
კომპანიამ Sirin Labs მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონი - Solarin გამოუშვა, რომლის ღირებულებაც 14 ათასი დოლარია. გაჯეტის პრეზენტაცია ლონდონში ამ დღეებში გაიმართა და მას ლეონარდო დიკაპრიო და ტომ ჰარდი დაესწრნენ.
ბრენდ Huawei -ს სახეები სკარლეტ იოჰანსონი და ჰენრი კავილი გახდნენ. აპრილის ბოლოს სმარტფონ Huawei P9-ის სარეკლამო რგოლი გამოვიდა, ამჯერად კი კამპანიიდან კადრები გავრცელდა.
სოციალურ ქსელ Facebook-სა და ფოტოსერვის Instagram-ის ხელმძღვანელობა ბლოგერებს რეკლამის მოგების ნაწილს გადაუხდის. ამის შესახებ Facebook-ის გლობალური მარკეტინგის გადაწყვეტილებების ვიცე-პრეზიდენტმა, კეროლინ ევერსონმა ისაუბრა.
სამხრეთ ფლორიდას უნივერსიტეტის პროფესორმა, კელი ბერნსმა სოციალურ ქსელ Facebook-ის მობილური აპლიკაცია შეისწავლა და დაადგინა, რომ პროგრამის საშუალებით მოსმენა შესაძლებელია.