ბეტმენი DC Comics-ის ყველაზე პოპულარულ პერსონაჟად რჩება - სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით Samsung-მა თავისი სმარტფონ Galaxy S7 edge-ის სპეციალური ვერსია გამოუშვა.
კომპანია ASUS-მა მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი ჰიბრიდული პლანშეტი - Transformer Mini წარმოადგინა. კლავიატურით მისი წონა მხოლოდ 790 გრამს შეადგენს, კლავიატურის გარეშე კი - 530 გრამს.
თუ საკეცი ტელეფონების ნოსტალგია გაქვთ, ახალი სმარტფონი, რომელიც ჩინელმა ინჟინერებმა შექმნეს, ნამდვილად მოგეწონებათ. მისი ტარება სამაჯურის სტილშიც შეგეძლებათ - ეს არის ნამდვილი აღმოჩენა მათთვის, ვინც ტელეფონს მუდმივად კარგავს.
SimilarWeb-ის კვლევის თანახმად, WhatsApp ყველაზე პოპულარული მესენჯერია Android-ის სისტემის ბაზაზე. კომპანიამ 190 ქვეყნის მომხმარებელს შორის ჩაატარა გამოკითხვა. სამეულში ასევე Facebook Messenger და Viber მოხვდნენ.
„კასპერსკის ლაბორატორიის“ ექპერტებმა საზოგადოებრივ ადგილებში სმარტფონების დატენვის საფრთხეებზე ისაუბრეს. მათი მტკიცებით, უცხო დამტენს შესაძლოა მთელი რიგი გართულებები მოჰყვეს, პირველ რიგში და ყველაზე მარტივი, ეს დატენვის დაბალი ხარისხია. „იაფფასიანი დამტენი სმარტფონს აგურად გადააქცევს“, - აცხადებენ სპეციალისტები.
Apple-ის დირექტორის, ტიმ კუკის განცხადებით, აშშ-ს ფარგლებს გარეთ iPhone -ები საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ საზღვარგარეთის ბაზარზე კორპორაცია ფასების პოლიტიკის გადახედვას იწყებს.
კომპანიების, Levi’s-სა და Goggle-ის კოლაბორაციით ჯინსის პირველი ჭკვიანი ტანსაცმელი Commuter Trucker Jacket შეიქმნა. ეს არის ქურთუკი, რომელიც დანარჩენებისგან მკვეთრად განსხვავდება. სიახლე აღჭურვილია მიკროსენსორები - ტრადიციული ლურჯი მატერია ინტერაქტიულ ქსოვილად გარდაიქმნება, რომელიც ჟესტებსა და მიკარებაზე რეაგირებს, სმარტფონს კი ის Bluetooth-სა და სპეციალური აპლიკაციის საშუალებით უერთდება.
თანამედროვე გაჯეტები ყველასთვის საჭიროა - ზრდასრული ადამიანით დაწყებული, ბავშვით დამთავრებული. როგორც ჩანს ამ მოსაზრებას კომპანია Acer-იც იზიარებს, რომელმაც პატარებისთვის პლანშეტი Acer Iconia One 7 შექმნა.
კომპანია Samsung ახალ სმარტფონზე - Galaxy C5 მუშაობს. ცნობილი ხდება, რომ მოწყობილობას 5,2 დიუიმიანი AMOLED-ეკრანი ექნება, მისი ოპერატიული მეხსიერება კი 4 გიგაბაიტს შეადგენს.
ლეგენდარული ტელეფონი ბრუნდება. მას შემდეგ, რაც Microsoft მოიპვა უფლება Nokia-ს ქვე-განყოფილებაზე, არც ისე დიდი დრო გავიდა. მას შემდეგ სმარტფონები ფინური კომპანიის სახელწოდებით აღარ გამოდიოდა.
კომპანიამ Glu Mobile, რომელიც ცნობილია ისეთი თამაშის შექმნით, როგორიც არის Kim Kardashian: Hollywood და Katy Perry Pop, ამჯერად ბრიტნი სპირსზე „გადაერთო“. მორიგ თამაშს პოპ-პრინცესას შესახებ Britney Spears: American Dream ერქმევა, ამის შესახებ გამოცემა The Verge წერს.